LIVE

Facebook-ი ევროპაში 10 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

18 ოქტ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
Facebook-ი ევროპაში 10 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

Facebook-ი ევროპაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 10 000 ახალ მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს შექმნის. ნაბიჯი სოციალური მედიის გიგანტის "მეტავერსის" განვითარების მცდელობას უკავშირდება. 

ინიციატივის სამიზნე ბაზრები მოიცავს ირლანდიის რესპუბლიკას, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიისგან განსხვავებით ევროკავშირის შემადგენლობაში რჩება, ასევე გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, პოლონეთსა და ნიდერლანდებს. ინიციატივა არ შეეხება დიდი ბრიტანეთს.

ივლისში, Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა აგრესიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო მეტავერსთან დაკავშირებით. ძალისხმევა უკავშირდება ხედვას, რომ მეტავერსი Facebook-ისა და მთელი ინტერნეტის მომავალია. იდეა გულისხმობს, რომ მომხმარებლები აღარ შევლენ კონკრეტული კომპანიების პლატფორმებზე, არამედ იცხოვრებენ, იმუშავებენ და ითამაშებენ მის ციფრულ სამყაროში.

Facebook-ის აღმასრულებლებმა ბლოგ პოსტში განაცხადეს, რომ ეს ინიციატივა ნდობის გამოცხადებაა ევროპის ტექნოლოგიური სექტორისთვის. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ მათ ერთიანი ციფრული ბაზრის და საერთაშორისო მონაცემების ნაკადის სტაბილურობის ნახვა სურთ.

”ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის მთავრობებთან მუშაობას, რათა ვიპოვოთ სწორი ადამიანები და შესაბამისი ბაზრები”,- ნათქვამია Facebook-ის აღმასრულებლების განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ივან ლევინგსტონი