LIVE

Microsoft-ი ჩინეთში LinkedIn-ს ხურავს

15 ოქტ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 651
Microsoft-ი ჩინეთში LinkedIn-ს ხურავს
Bloomberg

Microsoft-ი ჩინეთში პროფესიულ სოციალურ ქსელ LinkedIn-ს ხურავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან მსხვილი ამერიკული სოციალური ქსელები საბოლოოდ ქრება. Facebook-მა, Twitter-მა და სხვა მსხვილმა კომპანიებმა ჩინეთი უკვე დიდი ხანია დატოვეს.   

კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ჩინეთში შექმნილი "რთული საოპერაციო გარემო" და არსებული რეგულაციებია. 

ჩინეთში LinkedIn-ი 2014 წელს სპეციალური შეთანხმების საფუძველზე ამოქმედდა. ფუნქციონირების სანაცვლოდ, კომპანია სახელმწიფოს გარკვეული შინაარსის შეზღუდვაზე დათანხმდა, თუმცა ამავე დროს, აღნიშნა, რომ ქვეყანაში მისი საქმიანობა გამჭვირვალე იქნებოდა. 

ბოლო პერიოდში LinkedIn-მა ადგილობრივი ვებგვერდიდან რამდენიმე ჟურნალისტის ანგარიში "შავ სიაში" შეიტანა. მათ შორის არიან, მელისა ჩანი და გრეგ ბრუნო, რომელიც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი წიგნის ავტორია. ამერიკელმა სენატორმა, რიკ სკოტმა ამ ნაბიჯს "კომუნისტური ჩინეთისადმი დამორჩილების აქტი" უწოდა.

LinkedIn-ის მიმდინარე ვერსია აზიის ქვეყანაში წლის ბოლოს დაიხურება. კონტინენტურ ჩინეთში სერვისს 52 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 

გავრცელებულ განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ ის ჩინეთის დატოვებას არ გეგმავს. სანაცვლოდ, LinkedIn-ი მიმდინარე წლის ბოლოს ახალ საიტის ამოქმედებას გეგმავს. პლატფორმაზე, სახელწოდებით InJobs, მხოლოდ სამუშაო ადგილები განთავსება. მის მომხმარებლებს სტატიების გამოქვეყნების ან გაზიარების შესაძლებლობა არ ექნებათ.