ბიტკოინი შესაძლოა, ყველა დროის მაქსიმალური ფასისკენ მიემართებოდეს. ციფრულმა ვალუტამ ივლისის უდაბლესი დონიდან 90%-იანი ზრდა უკვე დააფიქსირა.
უმსხვილესი კრიპტოვალუტა ლონდონში დილის 7:52 საათზე $57,000-ზე ზემოთ ივაჭრებოდა, რაც მისი აპრილის რეკორდს დაახლოებით $7,700-ით ჩამოუვარდება.
სქემის მიხედვით, რომელიც ფასის ტრაექტორიას პროგნოზირებს, ბიტკოინის ახალმა რეკორდულმა ფასმა შესაძლებელია, $80,000-დან $85,000-მდე მიაღწიოს. ამის შესახებ, სინგაპურში კრიპტო ბირჟის ხელმძღვანელმა ვიჯეი აიარმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს მოკლევადიან პერიოდში ციფრული ვალუტისთვის $50,000-იან ქვედა ზღვარს შექმნის.
ეგრეთ წოდებული "სამიზნე", რომელიც ამ სქემიდან არის მიღებული, ბიტკოინისთვის $79,000-ს შეადგენს. პროგნოზი აპრილის რეკორდს, $65,000-ს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის პერფორმანსი ეთერიუმს 2018, 2019 და 2020 წლის ოქტომბერში ყოველთვის ჯობნიდა. ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე თვეშიც. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ოქტომბერში ბიტკოინი ეთერუმს დაახლოებით 13 პროცენტული პუნქტით უსწრებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აკშაი ჩინჩალკარი