Tesla-ს დამფუძნებელმა ორშაბათს ბეზოსის ტვიტს ვერცხლის მედლის ემოჯით უპასუხა. ეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანის ქონებას შორის სხვაობა მასკის სასარგებლოდ გაიზარდა.
Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, ილონ მასკის ქონება ახლა $222 მილიარდია, ხოლო Amazon.com-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება $190,8 მილიარდს შეადგენს.
მასკის კომენტარი აძლიერებს საზოგადოებრივ დაპირისპირებას ორ მილიარდერს შორის, რომლებიც კოსმოსის ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენას ცდილობენ.
დაპირისპირება გაღვივებულია იმითაც, რომ ბეზოსის Blue Origin-ი SpaceX-ის შეერთებულ შტატებთან დადებული სამთავრობო კონტრაქტისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მასკმა ადრე Amazon-ის დამფუძნებელს Twitter-ზე კოსმოსზე ორიენტირებული მცდელობების გამო მიმბაძველიც უწოდა. მეორე მხრივ, Amazon-ის შვილობილმა კომპანიამ მასკი წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
მას შემდეგ, რაც SpaceX $100 მილიარდზე მეტით შეფასდა, 50 წლის მასკის ქონება პარასკევს $9 მილიარდით გაიზარდა. Bloomberg-ის სიმდიდრის ინდექსის თანახმად, SpaceX Blue Origin-ს ამჟამად ოთხჯერ აღემატება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენჯამინ სტაფლსი