LIVE

მუკეშ ამბანი $100 მილიარდერთა მსოფლიო კლუბში ბეზოსსა და მასკს შეუერთდა

09 ოქტ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1871
მუკეშ ამბანი $100 მილიარდერთა მსოფლიო კლუბში ბეზოსსა და მასკს შეუერთდა

აზიის უმდიდრესი ადამიანი, მუკეშ ამბანი, შეუერთდა ჯეფ ბეზოსსა და ილონ მასკს $100 მილიარდერთა მსოფლიო კლუბში.

Indian Reliance Industries-ის კონგლომერატის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მისი ქონება ახლა $100,6 მილიარდია. ამბანის ქონება 2021 წელს $23,8 მილიარდით გაიზარდა.

2005 წელს მამისგან გადამამუშავებელი და პეტროქიმიური ბიზნეს იმპერიის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, 64 წლის ამბანი ცდილობდა ენერგეტიკული გიგანტი ექცია საცალო ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის ლიდერად. მისი სატელეკომუნიკაციო განყოფილება ინდოეთის ბაზარზე დომინანტი ოპერატორია. 

ივნისში ამბანიმ წარმოადგინა ამბიციური გეგმა მწვანე ენერგიის მიმართულებით, სამი წლის განმავლობაში დაახლოებით $10 მილიარდიანი ინვესტიციით. გეგმა შეესაბამება პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ამბიციებს, რომ ინდოეთი გადაიქცეს გლობალური სუფთა საწვავის კვანძად კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად და შეამციროს ენერგიის იმპორტი მსოფლიოში სიდიდით მესამე ნავთობმომხმარებლის მიერ.

წიაღისეული საწვავი კვლავ ცენტრალურ როლს თამაშობს Reliance-ში, რაც მისი $73 მილიარდიანი წლიური შემოსავლის თითქმის 60%-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს საზონოვი