LIVE

დანიის უმდიდრესი ადამიანი თანამშრომლებს ბონუსად $46,6 მილიონს გადაუხდის

11 ოქტ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1253
დანიის უმდიდრესი ადამიანი თანამშრომლებს ბონუსად $46,6 მილიონს გადაუხდის
Bloomberg

დანიის უმდიდრესი ადამიანი, ანდერს ჰოლხ პოვლსენი თანამშრომლებს ერთი თვის ანაზღაურებას ბონუსის სახით გადაუხდის. ეს მას შემდეგ, რაც მისი კომპანიის მოგება რეკორდულად გაიზარდა.

Bestseller-ი 17,000 თანამშრომელს ჯამში 300 მილიონ კრონს ($46,6 მილიონს) გადაუხდის. კომპანიამ 12 თვის განმავლობაში 3,61 მილიარდი კრონის წმინდა შემოსავალი დააფიქსირა. ეს თითქმის ცხრაჯერ მეტია, ვიდრე წინა ფისკალური წლის შემოსავალი, როდესაც პანდემიამ კომპანიას მაღაზიების დახურვა აიძულა.

”ჩვენ შევძელით ადაპტირება გამოწვევებთან და მოვახერხეთ მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება. შედეგი იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდით”,- განაცხადა პოვლსენმა.

პოვლსენი $10,9 მილიარდიან ქონებას ფლობს. ის დანიაში უმდიდრესი ადამიანია, ხოლო Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, გლობალურად 206-ე ადგილზეა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტიან ვაინბერგი