LIVE

მინი ჩურჩხელები ექსპორტზე გავა - „ჩაროზის“ გეგმები

10 ოქტ 202114:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1637
მინი ჩურჩხელები ექსპორტზე გავა - „ჩაროზის“ გეგმები

მინი ჩურჩხელების მწარმოებელი კომპანია „ჩაროზი“ ექსპორტისათვის ემზადება. როგორც "ბიზნეს ფორმულას" კომპანიის დამფუძნებელმა, ელენე ჯიშიაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე „ჩაროზის“ პროდუქციით რუსეთში, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაინტერესდნენ.

„დაინტერესების გეოგრაფია დიდია. ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, უკრაინა და ჩვენი ჩრდილოეთის მეზობელი იჩენს ინტერეს. თუმცა, პრობლემაა ის, რომ დიდი წარმადობა არ გვაქვს და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ჯერ არ შეგვიძლია. საფრანგეთშიც არის ინტერესი, მაგრამ გაფართოებისათვის დამატებითი ინვესტიციები გვჭირდება. მომავალი წლისათვის, ვფიქრობ რომელიმე მიმართულების ათვისებას უკვე შევძლებთ“,- აცხადებს ჯიშიაშვილი.

ამ ეტაპზე კომპანია აწარმოებს თვეში დაახლოებით, 500 კილოგრამ, რვა სახეობის პროდუქტს, რომელიც ბიოლოგიურად სუფთა ადგილობრივი ინგრედიენტებით მზადება.