LIVE

აშშ-ის სენატორები თურქეთის მიერ რუსულ რაკეტების შეძენის შემთხვევაში სანქციებით იმუქრებიან

29 სექ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1027
აშშ-ის სენატორები თურქეთის მიერ რუსულ რაკეტების შეძენის შემთხვევაში სანქციებით იმუქრებიან
Turkey National Defense Ministry/Getty Images

ამერიკელმა სენატორებმა გააფრთხილეს NATO-ს მოკავშირე თურქეთი, რომ  დააწესებენ ახალ სანქციებს, თუ ქვეყანა გააგრძელებს დამატებით რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენას.

გაფრთხილება გაისმა სოჭში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ. თურქეთი და რუსეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს თავდაცვის სისტემის გადაცემასა და S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაძლო შესყიდვაზე.

ალექსანდრე მიხეევმა, რუსეთის იარაღის ექსპორტიორის, Rosoboronexport-ის ხელმძღვანელმა აგვისტოში განაცხადა, რომ თურქეთი მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა. გასულ კვირას ერდოღანმა CBS News-ს განუცხადა, რომ შესყიდვის პროცესის გაგრძელებას აპირებს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა ოფისის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა განაცხადა, რომ სანქციები კანონით არის გათვალისწინებული “ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც მნიშვნელოვან კავშირშია რუსულ სამხედროებთან და სადაზვერვო სამსახურებთან. თურქეთის ნებისმიერი ახალი შესყიდვა ნიშნავს ახალ სანქციებს”,- დაწერა მან Twitter-ზე.

შეერთებულმა შტატებმა უკვე დააჯარიმა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია რაკეტის საწყისი შესყიდვისთვის და თქვა, რომ რუსული სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას Lockheed Martin-ის F-35-ის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელქან ჰაკაოღლუ