LIVE

ციფრული ლარი სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გამოჩნდება

28 სექ 202118:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2042

ციფრული ლარი ბაზარზე სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გამოჩნდება. ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე პარტნიორი კომპანიის ძიების პროცესშია.

მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ციფრული ვალუტის შექმნის იდეით არაერთი კომპანია, მათ შორის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები არიან დაინტერესებული.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს, ციფრული ლარის პროექტი სატესტო რეჟიმში სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გაეშვება. რაც შეეხება, ციფრული ვალუტის უპირატესობებს, მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ციფრული ლარი უფრო იაფი და სწრაფი გადახდის საშუალება იქნება.

„ციფრული ლარი მოგვცემს საშუალებას, რომ ნაღდი ფულის ნაწილი ჩავანაცვლოთ. ეს გადახდის უფრო იაფი და უსაფრთხო საშუალება იქნება. ციფრული ვალუტის პირობებში ასევე შეიცვლება ფინანსურ შუამავლებთან დაკავშირებული ბევრი საკითხიც. რაც შეეხება ვადებს, უკვე მომავალი წლიდან ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ბევრი ტექნიკური გადაწყვეტილება გვექნება“,- განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა.

ცნობისთვის, ციფრული ვალუტის შექმნაზე არაერთი ქვეყანა მუშაობს. მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი. ამასთან, ცოტა ხნის წინ ჩინეთმა უკვე გამოუშვა იუანის ციფრული ვარიანტი.