LIVE

ამ ტემპით მოსახლეობის 60%-ის აცრა გაგვიჭირდება - გამყრელიძე

28 სექ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1166
ამ ტემპით მოსახლეობის 60%-ის აცრა გაგვიჭირდება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპით, მთავრობის გეგმის - წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრის შესრულება გაჭირდება.

"დღეში 12 ათასი აცრით გაგვიჭირდება, მაგრამ თუ ავედით 17-18-20 ათასზე შევასრულებთ. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა",- აცხადებს გამყრელიძე.

მთავრობის მიზანი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრაა.

ქვეყანაში დღიური აცრების ოდენობა მცირდება, ბოლო 24 საათში სულ 11 421 ადამიანი აიცრა, მაშინ როცა აგვისტოში დღიური აცრების მაჩვენებლი 20 ათას აჭარბებდა. 28 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა, ხოლო სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%. სრულად ვაქცინირებული კი 785 850 ადამიანია, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.5%-ს შეადგენს.