
მსოფლიო მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს ByteDance-ის აპლიკაცია TikTok-ით. კომპანიის განცხადება იმის ხაზგასმაა, რომ ის გახდა გლობალური ძალა სოციალურ მედიაში.
“მილიარდი ადამიანი ყოველთვიურად უყურებს და იზიარებს ერთმანეთის შემოქმედებას",- განაცხადა მთავარმა საოპერაციო ოფიცერმა, ვანესა პაპასმა TikTok ვიდეოში.
ვიდეოს გაზიარების პლატფორმამ 2020 წლის ივნისის შემდეგ 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი მოიზიდა. პანდემიის დროს TikTok ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გასართობ საშუალებად იქცა და პლატფორმის მომხმარებელთა რიცხვი 2019 წლის ბოლოდან თითქმის გაორმაგდა.
TikTok-მა შეძლო ზრდა შეერთებულ შტატებში, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უკმაყოფილების მიუხედავად. 2020 წელს მისი ადმინისტრაცია შეეცადა აეკრძალა TikTok-ის საქმიანობა ქვეყანაში და ამტკიცებდა, რომ ჩინური კომპანია საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას. ივნისში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა ტრამპის დროინდელი აკრძალვა.
კვლევითი კომპანია Sensor Tower-ის მონაცემებით, აპლიკაცია 3 მილიარდზე მეტჯერ გადმოიწერეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჩარლზ კაპელი და ავგუსტა სარაივა