LIVE

Facebook-ი საბავშვო Instagram-ზე მუშაობას დროებით აჩერებს

27 სექ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 701
Facebook-ი საბავშვო Instagram-ზე მუშაობას დროებით აჩერებს

საზოგადოების უარყოფითი შეფასების შემდეგ, Facebook-მა Instagram Kids-ზე მუშაობა დროებით შეაჩერა. სოციალური ქსელის განმარტებით, ის აპლიკაციის 13 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ ვერსიაზე უარს საბოლოოდ არ ამბობს, მაგრამ მას დრო დასჭირდება ექსპერტებთან, მშობლებთან და პოლიტიკოსებთან განსახილველად, რათა „წარმოაჩინონ ამ პროდუქტის ღირებულება და საჭიროება“.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აპლიკაციას 13 წლამდე ბავშვებისთვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის ზიანი მოაქვს.

კომპანიაში კი აღნიშნავენ, რომ ბავშვები ისედაც იყენებენ მას. ამიტომ სჯობს სპეციალურად მათი ასაკის ინტერესების გათვალისწინებით შექმნილი ვერსია გამოიყენონ, რაც უფრო უსაფრთხო იქნება.

Facebook-ს ედავებიან, რომ მას აქვს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ფოტოების გაზიარების აპლიკაცია ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა ამის შესახებ ღიად არ საუბრობს. თინეიჯერი გოგონების თითქმის მესამედმა განაცხადა, რომ გვერდის დათვალიერების შემდეგ, საკუთარი სხეულის გამო, თავს უფრო ცუდად გრძნობენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მოლი შუცი და ნაომი ნიქსი