LIVE

Covid-მა ამერიკელი მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 2.2 წლით შეამოკლა

27 სექ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 796
Covid-მა ამერიკელი მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 2.2 წლით შეამოკლა
Apu Gomes/AFP/Getty Images

Covid-19-ის გამო, გასულ წელს ამერიკელი მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა 2.2 წლით, რაც 29 ქვეყნის მონაცემებს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 

სიცოცხლის ხანგრძლივობაზე პანდემიის გავლენა ოქსფორდის უნივერსიტეტის დემოგრაფებმა შეისწავლეს. მისი შედეგები სამედიცინო ჟურნალ International Journal of Epidemiology-ში გუშინ გამოქვეყნდა. 

კვლევის მიხედვით, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების თავიდან არიდება შეძლეს დანიამ და ნორვეგიამ, რომლებმაც პანდემიის მართვას თავი წარმატებით გაართვეს.  

პანდემიამდე ბევრ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდებოდა, თუმცა მკვლევრების თმით, Covid-19-მა "გამოიწვია სიკვდილიანობის გლობალური კრიზისი", რომლის მსგავსი მასშტაბები დასავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ყოფილა. 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, განვითარებად ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელზე კოვიდის გავლენა უფრო დიდიც იყოს, თუმცა ეს ქვეყნები ამჯერად კვლევაში ვერ მოხვდნენ. ასეთ ქვეყნებად მათ ბრაზილია და მექსიკა დაასახელეს. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცოცხლის ხანგრძლივობა გასულ წელს 70 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად - 1.5 წლით შემცირდა, 1.5 წლით შემცირდა და 77.3 წელი შეადგინა.  

მსოფლიო მასშტაბით, Covid-19-ის 231,8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 4,7 მილიონი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 607 155 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, ვირუსმა 8 844 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი