LIVE

MBA-ს კურსდამთავრებული ქალები მამაკაცებზე $11,000-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ

25 სექ 202117:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 622
MBA-ს კურსდამთავრებული ქალები მამაკაცებზე $11,000-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ

MBA-ს კურსდამთავრებულთა ანაზღაურებაში გენდერული სხვაობა ჯერ კიდევ სკოლიდან იწყება და და შემდეგ კიდევ უფრო ფართოვდება.

ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული ქალები ანაზღაურების სახით დაახლოებით $11,000-ით ნაკლებს იღებენ, ვიდრე მსგავსი აკადემიური ხარისხის მქონე მამაკაცები. MBA-ს 1,055 კურსდამთავრებულის გამოკითხვა აჩვენებს, რომ სხვაობა ათი წლის შემდეგ $60 000-ზე მეტი იქნება.

შეერთებულ შტატებში სახელფასო გენდერული უთანასწორობა უმეტესწილად ქალების დაბალანაზღაურებად ინდუსტრიებში მუშაობით არის გამოწვეული. მაგალითად, S&P 500-ის აღმასრულებელი დირექტორების პოზიციას ქალების 10%-ზე ნაკლები იკავებს. Bloomberg Businessweek-ის ბოლო კვლევის თანახმად, საშუალოდ, 84 სკოლაში ქალებს უკავიათ ყველა ადგილის მხოლოდ 40%. 27 სკოლაში ისინი კლასის მესამედზე ნაკლებს შეადგენენ.

ქალები, რომლებიც ეძებენ მაღალანაზღაურებად ინდუსტრიებს და სამუშაოებს, ანაზღაურების სხვაობის წინაშე დგანან. ფონდ Forte-ს თანახმად, MBA-ს ხარისხის მქონე მამაკაცებმა საშუალოდ $29,700-ით მეტი ანაზღაურება მიიღეს, ვიდრე მსგავსი ხარისხის მქონე ქალებმა. მონაცემების თანახმად, უმცირესობის წარმომადგენელი ქალები $52,000-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.

Forte-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ელისა სანგსტერმა განაცხადა, რომ უთანასწორობა შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს იმ მამაკაცებით, რომლებიც MBA-ს პროგრამებში უფრო მრავალწლიანი გამოცდილებით შემოდიან. Forte-ს მიერ გამოკითხულმა ქალმა სტუდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ ნაკლებად ამბიციური კარიერული მისწრაფებები ჰქონდათ.

რაც შეეხება საქართველოს, "საქსტატის" თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარი ბიკერტი