
JPMorgan-მა გაერთიანებულ სამეფოში ახალი ციფრული საცალო ბანკი გახსნა.
განცხადების თანახმად, ბანკმა, სახელწოდებით Chase დაიწყო საქმიანობა და გეგმავს სესხებთან ერთად შემნახველი და საინვესტიციო ანგარიშების დამატებას. Chase ასევე შეეცდება მიიზიდოს ახალი მომხმარებლები 1%-იანი ქეშბექით სადებეტო ბარათის ხარჯებზე პირველ წელს.
ბრიტანეთის სამომხმარებლო საბანკო ბაზარზე, სადაც დიდი ხანია დომინირებს რამდენიმე კრედიტორი, ბოლო წლებში გამოჩნდა ისეთი ციფრული სტარტაპები, როგორიცაა Monzo Bank და Starling Bank. JPMorgan-ის უოლ სტრიტის კონკურენტმა, Goldman Sachs-მა ონლაინ ბანკი Marcus დიდ ბრიტანეთში 2018 წელს გახსნა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი პეზატი