LIVE

ბეზოსის $10 მილიარდიანი ფონდიდან $1 მილიარდი ბუნების დაცვაზე დაიხარჯება

21 სექ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 962
ბეზოსის $10 მილიარდიანი ფონდიდან $1 მილიარდი ბუნების დაცვაზე დაიხარჯება

ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მისი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის $10 მილიარდიანი ფონდიდან $1 მილიარდი ბუნების დაცვის ღონისძიებებზე დაიხარჯება. თანხები ძირითადად ბიომრავალფეროვნებისა და ნახშირბადის მარაგის სფეროებისკენ იქნება მიმართული.

გრანტების პირველი ნაწილი მიმდინარე წელს კონგოს აუზზე, ტროპიკულ ანდებსა და წყნარი ოკეანის ტროპიკებზე ფოკუსით გადანაწილდება.

”ძირითადი საზომებით, ცხოვრება უკეთესია, ვიდრე იყო წარსულში. გლობალური სიღარიბის მაჩვენებლები უფრო დაბალია, ჩვილთა სიკვდილიანობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა უკეთესი და განათლების მაჩვენებლები გაცილებით მაღალი. არსებობს მნიშვნელოვანი გამონაკლისი, ბუნებრივი სამყარო დღეს არ არის უკეთესი, ვიდრე იყო 500 წლის წინ “,- ნათქვამია ბეზოსის განცხადებაში. 

კონსერვაცია ბეზოსის "დედამიწის ფონდის" ბუნების სტრატეგიის პირველი ნაწილია, რომელიც ლანდშაფტის აღდგენისა და კვების სისტემის ტრანსფორმაციის მხრივ სამომავლო ვალდებულებების აღებას გულისხმობს.

ჯერჯერობით ფონდმა $864 მილიონი დოლარი დახარჯა. მიმდინარე თვის დასაწყისში ბეზოსმა გამოაცხადა, რომ ის დამატებით $130 მილიონს გადასცემს ჯგუფებს, რომლებიც Justice40 ინიციატივას უჭერენ მხარს. Justice40 პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და დაუცველი თემების მხარდასაჭერად.

ბეზოსმა, მსოფლიოს მეორე უმდიდრესმა ადამიანმა და Amazon-ის დამფუძნებელმა, 2030 წლამდე $10 მილიარდის განაწილების პირობა დადო. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ამჟამინდელი ქონება დაახლოებით $194.2 მილიარდს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოფი ალექსანდერი