LIVE

Amazon-მა გადასახადების სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს - ჯონსონი ბეზოსს შეხვდება

20 სექ 202114:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
Amazon-მა გადასახადების სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს - ჯონსონი ბეზოსს შეხვდება
Bloomberg

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის ჯეფ ბეზოსს დაელაპარაკება Amazon.com-ის მიერ ქვეყანაში გადასახადების სამართლიანი წილის გადახდის შესახებ.

ჯონსონის თქმით, ის Amazon-ის თავმჯდომარეს შეხვედრაზე ბრიტანეთში დასაქმებულთა მუშაობის სტანდარტები დაცვის შესახებაც გააფრთხილებს. 

Amazon-ი ბოლო დროს იმ ქვეყნების სამიზნე გახდა, რომლებიც საერთაშორისო კორპორატიული საგადასახადო სისტემის განახლებას ცდილობენ. მიმდინარე წლის ივნისში, გლობალური პოლიტიკის შემქმნელებმა შეიმუშავეს საერთაშორისო საგადასახადო გეგმა, რომელიც ელექტრონული კომერციის გიგანტსაც ეხება. 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამართულ მოლაპარაკებათა რაუნდზე ქვეყნებმა მოითხოვეს უფრო დაბალანსებული საერთაშორისო კორპორატიული საგადასახადო სისტემა. ამასთან, დააწესეს მინიმალური კორპორატიული გადასახადი და შექმნეს ახალი რეჟიმი მრავალეროვანი ფირმების მოგებაზე დაკისრებული გადასახადებისთვის. 

Amazon-მა მაისში განაცხადა, რომ ბრიტანეთში 10 000 ადამიანის დაქირავებას აპირებდა, რაც 2021 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში მისი მთლიანი თანამშრომლების რაოდენობას 55,000-მდე გაზრდის. კომპანია გახდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსხვილ დამსაქმებელს შორის, ვინც პანდემიის დროს სამუშაო ადგილები დაამატა.

Amazon-ი კრიტიკის სამიზნეა დასაქმებულების მიმართ მოპყრობის გამო. განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს კომპანიის მოპყრობა საწყობებისა და მიწოდების თანამშრომლების მიმართ, რომლებიც პანდემიის დროს ფრონტის წინა ხაზის თანამშრომლები გახდნენ.

ბეზოსი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია. Blomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ქონება თითქმის $200 მილიარდს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიტი დეივიდსონი