LIVE

აშშ Pfizer-ის 500 მილიონი დოზის ყიდვას და დონაციას გეგმავს

20 სექ 202110:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 685
აშშ Pfizer-ის 500 მილიონი დოზის ყიდვას და დონაციას გეგმავს
Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს Pfizer-თან დამატებით 500 მილიონი დოზის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყიდვის შესახებ, რათა დოზები ნაკლებად მდიდარ ქვეყნებზე გლობალურად გადანაწილდეს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კომპანიასთან თითქმის იდენტური შეთანხმება დადო აგვისტოში. Pfizer-ი ამ დოზებს ვაქცინების საერთაშორისო პროგრამას, Covax-ს უგზავნის. თუმცა, პროგრამა ნელა მოქმედებს მონაწილე ქვეყნებისთვის დოზების გადაცემის პროცესში, რის გამოც ბევრმა ნაკლებად მდიდარმა ერმა თავისი მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტის ვაქცინაცია შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ შემოწირულობები შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი დიპლომატიური ჟესტია, გლობალური მოსახლეობის ფართო ვაქცინაცია ასევე ხელს შეუშლის ახალი მუტაციების განვითარებას.

ამასთან, ვაქცინების დიდი ოდენობის სხვა ერებზე განაწილება დაეხმარება კრიტიკის განეიტრალებას იმის შესახებ, რომ აშშ ვაქცინებს არასაჭიროდ აგროვებს, რათა მისმა მოქალაქეებმა გამაძლიერებელი დოზები მიიღონ მაშინ, როცა მსოფლიოს ზოგიერთი დაბალ შემოსავლიანი ქვეყანა ვაქცინაციას ელოდება.

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილება იმის შესახებ, უნდა დაიწყოს თუ არა გამაძლიერებელი დოზების ფართოდ გამოყენება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გამოიცეს. ეს მას შემდეგ, რაც ექსპერტთა გარე ჯგუფმა FDA-ს რეკომენდაცია გაუწია ნებადართული გამხდარიყო გამაძლიერებელი ვაქცინები 65 წელზე უფროსი ასაკის და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დრუ არმსტრონგი და ჯოში ვინგროვი