LIVE

კინოინდუსტრიას 2021-ში პოზიტიური მოლოდინი აქვს

11 იან 202111:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 347
კინოინდუსტრიას 2021-ში პოზიტიური მოლოდინი აქვს
Source: Warner Bros.
Wonder Woman 1984

წინა წელთან შედარებით 2021 კინოთეატრებისთვის განსხვავებული იქნება. ან იმედია, ასე იქნება. პანდემიის შედეგად კინოთეატრების დახურვამ, მაყურებელთა პანიკამ და ახალი ფილმების ნაკლებობამ კინოინდუსტრიას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. 

2021 წლის პირველი რთული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. “Wonder Woman 1984”, რომელიც შობას გავიდა კინოთეატრებში და HBO Max-ზე დამატებითი ხარჯის გარეშე იყო ხელმისაწვდომი, $16.7 მილიონი დოლარის შემოსავალს გადააჭარბა, თუმცა, კინოთეატრებში ბილეთების გაყიდვების ვარდნა გრძელდება. ასევე, The Croods: A New Age,” რომლის პრემიერა 25 ნოემბერს შედგა, სტრიმინგით ორ მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი დააფიქსირა. 

„ამ წელს იმედიანად ვუყურებთ. მრავალი ჰიტური ფილმის ეკრანიზაციაა დაგეგმილი“ -ამბობს Comscore-ის უფროსი მედია ანალიტიკოსი, პოლ დეგარაბედიანი - "იმედია კინოთეატრები გაიხსნება და მაყურებელი დაბრუნდება".

ამერიკაში კინოთეატრების 2/3 კვლავ დაკეტილია და გასახსნელად ვითარების გაუმჯობესებას ელოდებიან, სავარაუდოდ, აპრილამდე, როცა მაღალბიუჯეტიანი ფილმების პრემიერა შედგება.

არსებობს მოლოდინი, რომ, როცა ინდუსტრია ისევ ჩვეულ რიტმს და მაყურებელი კინოთეატრებს დაუბუნდება, გაყიდვებიც გაიზრდება და ეს 2020-ის ზარალს ნაწილობრივ მაინც გადაფარავს. აზიური ქვყნების მაგალითზე, სადაც კინოთეატრები უმრავლესად გახსნილია, გაყიდული ადგილების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კელი გილბლომი