
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 15 მილიარდ 912 მლნ ლარს გაუტოლდა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 10.3%-ით გაიზარდა.
"საქსტატის" ცნობითვე, II კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (53.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (42.3%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (47%), მშენებლობა (36.9%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5%).
კლება დაფიქსირდა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობასა და (-2.3%) და განათლების (-1.4%) სექტორებში.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.9%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6%) და მშენებლობა (8.6%).