LIVE

მსოფლიოში კომპანიების ორ მესამედს თანამშრომლების დაქირავება უჭირს

14 სექ 202115:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 747
მსოფლიოში კომპანიების ორ მესამედს თანამშრომლების დაქირავება უჭირს
Mario Tama/Getty Images

მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს სურთ თანამშრომლების დაქირავება, მაგრამ დილემის წინაშე დგანან, რომელიც თანამშრომლების მოძიებას უკავშირდება.

43 ქვეყნის თითქმის 45,000 დამსაქმებლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ დამსაქმებელთა 69%-ს უჭირს ვაკანსიების შევსება, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

გამოკითხული ქვეყნების კომპანიებმა განაცხადეს, რომ დასაქმებას მიმდინარე წლის ბოლოს 2020 წლის ბოლო სამ თვესთან შედარებით უკეთესი პერსპექტივები აქვთ.

“ნიჭის მუდმივი დეფიციტი ნიშნავს, რომ ბევრი კომპანია პრიორიტეტს თანამშრომლების შენარჩუნებას ანიჭებს და აღჭურვავს თანამშრომლებს იმ უნარ-ჩვევებით, რაც წარმატების მისაღწევად სჭირდებათ, რადგან ეკონომიკური აღდგენა გრძელდება”,- განაცხადა ManpowerGroup-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იონას პრიზინგმა.

გამოკითხულთა დაახლოებით 40% ამბობს, რომ მუშაობენ უნარების განვითარებაზე ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით. მსგავსი რაოდენობა აცხადებს, რომ თანამშრომლებს მოქნილ სამუშაო საათებს სთავაზობს და ხელფასი თითქმის მესამედით გაიზარდა.

სტიმულირების ზომები განსხვავებულია ინდუსტრიების მიხედვით: ფინანსური მომსახურების კომპანიები ტრენინგს, განვითარებას და მოქნილ სამუშაოებს გვთავაზობენ, ხოლო მწარმოებლები პრიორიტეტს მაღალ ხელფასს ან მოქნილ სამუშაო საათებს ანიჭებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიად პიკერტი