LIVE

ჩინეთში Covid-19-მა ისევ იფეთქა

13 სექ 202118:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 915
ჩინეთში Covid-19-მა ისევ იფეთქა
Xinhua News Agency/Xinhua News Agency

ჩინეთში კორონავირუსის მორიგი აფეთქებაა, რაც დელტა ვარიანტის გავრცელებითაა გამოწვეული. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია ფუძიანში ათობით ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შემთხვევები დაფიქსირდა ადგილობრივ სკოლაშიც, სადაც ორი მოსწავლეს, Covid-19 აღმოაჩნდა. ვირუსი მათ, სავარაუდოდ, გადაედოთ მამისგან, რომელიც სინგაპურიდან აგვისტოში დაბრუნდა. ოფიციალურ პირები რეგიონში ინფექციის ხელახლა გავრცელების წყაროდ სწორედ მას მიიჩნევენ. 

მამაკაცმა ჩინეთში დაბრუნების შემდეგ სამი კვირა კარანტინში გაატარა და საზოგადოებაში დაბრუნებამდე ჩაიტარა 10 ტესტი. შემთხვევა მიუთითებს, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს Covid-19-ის იდენტიფიკაცია ზოგ შემთხვევაში.

ინფიცირებულთაგან სულ მცირე 19 არის 12 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელთათვისაც ვაქცინაცია ჯერჯერობით არ არის დაშვებული.

ჩინეთი ე.წ. ნულოვანი კოვიდის პოლიტიკას აწარმოებს, რაც გულისხმობს ფართომასშტაბიან ტესტირებას და კონტაქტების მიკვლევას,  რათა სწრაფად აღმოაჩინონ შემთხვევა. დელტა შტამის გავრცელებამ ჩინეთის კოვიდპოლიტიკა ეჭვქვეშ დააყენა. ტესტირებისა და არსებული შეზღუდვების მიუხედავად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფუძიანში ვირუსის მეტად გავრცელების რისკი არსებობს, რის შემდეგაც შესაძლოა, ინფექცია სხვა რეგიონებსაც მოედოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია