LIVE

ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს - გამყრელიძე

13 სექ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 945
ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბერში კლასებში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. 

გამყრელიძის თქმით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ 1 დოზით არის აცრილი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 33%. პედაგოგების მინიმუმ ერთი დოზით აცრის მაჩვენებელი 58%-ს შეადგენს, მათგან სრულად აცრილია 36%. ამასთან, კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 44%.  

"ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, რათა სწავლა აღდგეს. სასურველია, სკოლებში აცრის მაჩვენებელი 80% იყო. საუბარია მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე",- აცხადებს გამყრელიძე.