LIVE

ლუკაშენკოს პუტინისგან S-400 და სხვა საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიღება სურს

13 სექ 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 468
ლუკაშენკოს პუტინისგან S-400 და სხვა საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიღება სურს

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან 8-საათიანი საუბრის დროს ყურადღება სამხედრო თანამშრომლობაზე გაამახვილა.  

ლუკაშენკოს თქმით, ლიდერებმა S-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მნიშვნელობა განიხილეს. ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი სიმძლავრე მიუთითებს, რამდენად სერიოზულად ადგანან რუსეთი და ბელარუსი დასავლურ გზას და როგორ ახლოს არიან NATO-ს ჯარისკაცებთან.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსს დასავლეთიდან S-300 სისტემები იცავენ, მაგრამ მას სჭირდება კიდევ უფრო გაუმჯობესებული სისტემა, რათა დაიცვას ქვეყნის სამხრეთ საზღვარი უკრაინასთან. 

საინფორმაციო სააგენტო Belta-ს ცნობით, ბელარუსის მიერ სამხედრო ტექნიკის შესაძენად დაგეგმილმა შესყიდვებმა შეიძლება $1 მილიარდს გადააჭარბოს. 

ლუკაშენკომ თქვა, რომ 2025 წლისთვის სურს რუსეთიდან არსენალს ათობით ახალი სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი შემატოს, თუმცა ქვეყანას მის შესაძენად თანხა არ აქვს.

ბელორუსიის ლიდერის თქმით, პუტინს აუხსნა თუ სად სურს S-400 სისტემების განლაგება, რის შემდეგაც პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მინსკთან მოლაპარაკების წარმოება დაავალა. 

რუსეთსა და ბელარუსმა 10 სექტემბერს NATO-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა "დასავლეთი-2021" დაიწყეს. სამხედრო მანევრები ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება და მოიცავს 200 000 ჯარისკაცს, 80 თვითმფრინავს, 760 ჯავშანტექნიკას და 15 ხომალდს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილია არხიპოვი