LIVE

ისრაელი მოსახლეობის მეოთხე დოზით ვაქცინაციისთვის ემზადება

12 სექ 202120:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 1340
ისრაელი მოსახლეობის მეოთხე დოზით ვაქცინაციისთვის ემზადება
Bloomberg

ისრაელი საჭიროების შემთხვევაში, Covid-19- ის მეოთხე დოზის ადმინისტრირებას დაიწყებს. მეოთხე დოზის მარაგის დაზღვევის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მაღალჩინოსნმა კვირას გააკეთა.

ისრაელმა აგვისტოს დასაწყისში დაიწყო ბუსტერების ადმინისტრირება და ჯერჯერობით კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზით დაახლოებით 2,8 მილიონი ადამიანია აცრილი. ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საწყისი დოზების ეფექტი ინოკულაციიდან ხუთი თვის შემდეგ სუსტდება და ამიტომ გამაძლიერებელი დოზებია საჭირო. ისრაელის 9.4 მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 6 მილიონს აქვს გაკეთებული ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო დაახლოებით 5.5 მილიონს ორი.

ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის გლობალურ რბოლაში მოწინავე ადგილზე იყო, სექტემბრის დასაწყისში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პანდემიური ცხელი წერტილი გახდა.

თუმცა, უმძიმესი შემთხვევების მაჩვენებელი მოსახლეობის 100,000 მოსახლეზე არავაქცინირებულ ადამიანებს შორის გაცილებით მაღალია, ვიდრე მათ შორის, ვინც აცრილია ორი დოზით, რაც აჩვენებს, რომ იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაშიც კი, ვაქცინა გარკვეულ დაცვას იძლევა სერიოზული დაავადებისგან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისა ოდნეჰაიმერი