LIVE

საბერძნეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკის ყველაზე დიდ ზრდას ელის

12 სექ 202115:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 591
საბერძნეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკის ყველაზე დიდ ზრდას ელის
Bloomberg

საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის გაზარდა. ქვეყანა, სავარაუდოდ, გაიმეორებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რაც  ორი ათეული წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

საბერძნეთის ეკონომიკა მეორე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა იანვარ-მარტის პერიოდთან შედარებით, რაც  ძლიერი ინვესტიციებით არის განპირობებული.

წარმოება მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 16.2%-ით გაიზარდა. სერიული ნაწილობრივი ლოქდაუნების ეფექტის მიუხედავად, საბერძნეთის მშპ-ის კვარტალური მაჩვენებელი პანდემიის წინა დონეს უკვე აღემატება.

მთავრობის მიერ ბიზნესის დასახმარებლად გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს კორპორაციული გადასახადის განაკვეთის 22%-მდე შემცირებას 24%-დან, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 30%-ით შემცირებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შესყიდვებს გააგრძელებენ.

ქვეყნის მთავრობა იმაზე ძლიერ მესამე კვარტალს ვარაუდობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო ტურიზმის აღდგენის გათვალისწინებით, რომელიც სამუშაო ადგილების მეოთხედზე მეტს და საბერძნეთის ეკონომიკის დაახლოებით მეხუთედს იკავებს. 

ასევე აღსანიშნავია, რომ სექტორის ძლიერი პერფორმანსი ზაფხულში, მას შემდეგ რაც პანდემიის შეზღუდვები თანდათან მოიხსნა, მეორე კვარტლის მონაცემებში ასახული არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პოლ ტაგველი