LIVE

Amazon-მა 750 000 თანამშრომელს სწავლის დაფინანსება შესთავაზა

11 სექ 202121:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 731
Amazon-მა 750 000 თანამშრომელს სწავლის დაფინანსება შესთავაზა
GETTY IMAGES

Amazon-მა აშშ-ში დასაქმებულ 750 000 თანამშრომელს კოლეჯის სწავლის საფასურის დაფარვა შესთავაზა.

სამუშაო ძალის დეფიციტის ფონზე, ონლაინ სავაჭრო გიგანტი ამ გადაწყვეტილებით თანამშრომლების შენარჩუნებას ცდილობს.

კომპანია აცხადებს, რომ ის ასევე დაფარავს სხვა სახის განათლებას, მათ შორის სკოლების, ინგლისური ენის კურსების თუ ტრენინგების საფასურს.

კომპანიის განცხადებით, სქემაში $1.2 მილიარდის ჩადებას გეგმავს. წლიური დაფინანსების მოპოვებას თანამშრომლები შეძლებენ მანამ, სანამ ისინი Amazon-ში იმუშავებენ. 

"ამაზონი ახლა აშშ-ში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და გვესმის, რომ ჩვენი თანამშრომლების უფასო სწავლებაში ინვესტიციამ შეიძლება უდიდესი გავლენა მოახდინოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ასიათასობით ოჯახზე", - ამბობს Amazon-ის ერთ-ერთი დირექტორი, დეივ კლარკი. 

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ამერიკული კომპანიები თანამშრომლობს სამსახურებში დასაბრუნებლად სხვადასხვა სახის სტიმულს სთავაზობენ. სამუშაო ძალის ნაკლებობის გამო, ისინი 14-15 წლის მოზარდების აყვანასაც განიხილავენ. 

თანამშრომლებს სწავლის დაფინანსება Walmart-მა და Target-მაც შესთავაზა.