LIVE

შვედეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ბიტკოინის ჩამოშლას ვარაუდობს

10 სექ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1103
შვედეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ბიტკოინის ჩამოშლას ვარაუდობს
Bloomberg

შვედეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა ბიტკოინების ყიდვა-გაყიდვა მარკებით ვაჭრობას შეადარა, რაც ეჭვქვეშ აყენებს ციფრული ვალუტის გამძლეობას მთავრობების მხარდაჭერის გარეშე.

”კერძო ფული ჩვეულებრივ ადრე თუ გვიან იშლება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამდიდრდეთ ბიტკოინით ვაჭრობით, მაგრამ ის შედარებადია მარკებით ვაჭრობასთან",- განაცხადა Riksbank-ის მმართველმა შტეფან ინგვესმა სტოკჰოლმში გამართულ საბანკო კონფერენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინმა ილონ მასკისა და Ark Investment Management-ის დირექტორის, ქეისი ვუდის მოწონება დაიმსახურა, ზოგიერთმა ცენტრალურმა ბანკირმა ის მე-17 საუკუნის ტიტების ბაბლს შეადარა, რომელიც ჩამონგრევით დასრულდა.

ინგვესმა წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარეგულირებლების კონტროლს გაექცევიან, რადგან მათი პოპულარობა იზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოტ უმელასი