LIVE

მოსაზრება: რა ელის გლობალური ეკონომიკის აღდგენას

12 სექ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1097
მოსაზრება: რა ელის გლობალური ეკონომიკის აღდგენას

გლობალურ ეკონომიკას რთული მომავალი ელის, რამაც შეიძლება რამდენიმე დამაჯერებელი სიგნალი გამოგვიგზავნოს მისი გაჯანსაღებისა და სიცოცხლისუნარიანობის შესახებ. სწორედ მაშინ, როდესაც ანალიტიკოსები და ინვესტორები იწყებდნენ ფიქრს, რომ ზრდა ზედმეტად მკვეთრად ბრუნდებოდა და შეფერხებები ინფლაციას ამძაფრებდა, Covid-19-ის დელტა ვარიანტმა კომერციული საქმიანობა კიდევ ერთხელ შეაჩერა.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის წერტილში არ დავბრუნებულვართ, ჩვენ დავკარგეთ მნიშვნელოვანი სივრცე. ეს ცენტრალურ ბანკირების ამოცანას, გააკონტროლონ ფულადი სახსრები, კიდევ უფრო ართულებს.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე კვარტალში დიდ კლებას განიცდის ჩაკეტვების გამო, სავარაუდოა, რომ მეოთხე კვარტალი უკეთესი იქნება. ავსტრალიის ცენტრალური ბანკის მმართველის, ფილიპ ლოუს თქმით, დელტა ვარიანტი დააყოვნებს, მაგრამ სრულად ვერ შეაფერხებს ეკონომიკურ აღდგენას. მისი სტრატეგია ამ ეტაპზე თანმიმდევრულობის შენარჩუნებაა.

გლობალური ეკონომიკა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, ხოლო ბევრად აღემატება პანდემიის დასაწყისს. თუ გლობალური ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებული სტიმული მიზნად ისახავდა კატასტროფული ფინანსური კრიზისის თავიდან აცილებას და ბიზნესისა და მოხმარების აღდგენას, მაშინ ამ მიზნის მნიშვნელოვანი ნაწილი მიღწეულია. მთელი სიმძიმის მიუხედავად, აშშ-ს რეცესია იყო ყველაზე მოკლე ისტორიაში, თუმცა დასაქმება ჯერ კიდევ პანდემიის წინა დონემდე დაბლა რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი არგუმენტაცია დამატებითი ზომების შემცირებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს, რომ სწორი დროა ლიკვიდურობის მოცულობის შესამცირებლად.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა წელს 6%-ით გაიზრდება. თუმცა, ქვეყნების მიხედვით, იმპულსი დაიკარგა: Goldman Sachs Group-მა აშშ-ს წლევანდელი ზრდის პროგნოზი შეამცირა, ხოლო Morgan Stanley-ის მიხედვით მიმდინარე კვარტალში ექსპანსია 2.9%-ს შეადგენს 6.5%-დან. ჩინეთი ცდილობს ახალი შენელების მოთოკვას. აშშ-ს სახელფასო ზრდა კი ყველაზე სუსტი იყო ბოლო შვიდ თვეში და ნაკლები ვიდრე ყველაზე პესიმისტური პროგნოზი.

გარდაუვალია, რომ ეკონომიკური აღდგენა სწრაფ ტემპს შეამცირებს. თუმცა, ეს რთული დროა გადაწყვეტილებების მისაღებად მიმართულების შეცვლის შესახებ, თუნდაც ის თანდათანობით მოხდეს. პოლიტიკის შემქმნელები უნდა იყვნენ მოხერხებულები ზედმეტი სიჩქარის გარეშე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ მოსი