LIVE

ჯორჯ სოროსი BlackRock-ის ჩინურ ინვესტიციას ტრაგიკულ შეცდომას უწოდებს

12 სექ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1480
ჯორჯ სოროსი BlackRock-ის ჩინურ ინვესტიციას ტრაგიკულ შეცდომას უწოდებს
Bloomberg

ჯორჯ სოროსმა BlackRock-ი ჩინური ინვესტიციის გამო გააკრიტიკა.

”მილიარდობით დოლარის ჩაყრა ჩინეთში ახლა არის ტრაგიკული შეცდომა. BlackRock-ი, სავარაუდოდ, დაკარგავს კლიენტების ფულს და, რაც მთავარია, ზიანს აყენებს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და სხვა დემოკრატიებს”,- წერს სოროსი Wall Street Journal- ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

BlackRock-ი, აღმასრულებელი დირექტორის ლარი ფინკის ხელმძღვანელობით, გლობალურ შეტევას ხელმძღვანელობს ჩინეთის აქტივების მართვის ინდუსტრიაზე. თანხმობის მიღებიდან ორი თვის შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესმა ფულის მენეჯერმა გასულ თვეში ჩინელ პირებზე საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზება დაიწყო.

სოროსის ეს კომენტარი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმედან, რომელიც მან ბოლო კვირების განმავლობაში გამოაქვეყნა. ის სი ძინპინის ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების შესახებ იძლევა გაფრთხილებებს. სოროსმა სი სხვა ჟურნალშიც დაგმო, როგორც ღია საზოგადოებების ყველაზე საშიში მტერი მსოფლიოში.

მილიარდერი ფინანსისტი Financial Times-ში ამტკიცებდა, რომ კონგრესმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც შეზღუდავს აქტივების მენეჯერების ინვესტიციებს მხოლოდ იმ კომპანიებზე, სადაც მმართველობის სტრუქტურა გამჭვირვალეა და შეესაბამება დაინტერესებული მხარეების ინტერესებს.

უახლეს სტატიაში სოროსი ამბობს, რომ BlackRock-მა არასწორად გაუგო სი ძინპინს, რომლის ადმინისტრაციაც, მისი თქმით, ყველა ჩინურ კომპანიას განიხილავს როგორც ერთპარტიულ სახელმწიფოს ინსტრუმენტებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რასელ ვარდი