
სალვადორში საკვებისა და სასმელების ფრენჩაიზები, მათ შორის Starbucks-ი და Pizza Hut-ი გადახდებს ბიტკოინში იღებენ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კრიპტოვალუტა სრულად მიიღო.
Twitter-ის მომხმარებლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ McDonald’s-შიც შეძლეს საუზმისთვის ბიტკოინით გადახდა.
ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში ბიტკოინი ლეგალურ ფულად სამშაბათს მიიღეს. ბიზნესი ვალდებულია მიიღოს ბიტკოინი საქონლისა და მომსახურების სანაცვლოდ, თუმცა ვაჭრები, რომლებიც ტექნოლოგიური მიზეზების გამო ვერ იღებენ ელექტრონულ ვალუტას, კანონისგან თავისუფლდებიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ ბისტოუ