LIVE

სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის გავრცელება შენელდა

07 სექ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის გავრცელება შენელდა
Dwayne Senior/Bloomberg

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახლად გამოვლენილი ვარიანტი C.1.2, რომელსაც შემაშფოთებლად ბევრი მუტაცია აქვს, ახლა უფრო ნაკლებად სწრაფად ვრცელდება.  

თუ ივლისში სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევების 2.2% C.1.2 ვარიანტზე მოდიოდა, აგვისტოში ეს მაჩვენებელი 1.5%-მდე შემცირდა. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვარიანტის გავრცელების შენელება მიანიშნებს, რომ ის, სავარაუდოდ, არ გახდება ისეთი დომინანტი შტამი, როგორიც ბეტა და დელტა ვარიანტები. 

ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში მაისში გამოვლინდა და აფრიკის კონტინენტის გარეთ პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში დაფიქსირდა.

ვარიანტი C.1.2-სთვის "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას" "საინტერესო" ან "საყურადღებო" სტატუსი არ მიუნიჭებია. 

ამჟამად ორგანიზაციას “საინტერესო ვარიანტების” (VOI) სიაში ახალი კორონავირუსის ხუთი ვარიანტი აქვს. ესენია: ეტა, იოტა, კაპა, ლამბდა და მიუ.

WHO-ს მიერ „საყურადღებო ვარიანტად’’ (VOC) ამ დრომდე მიჩნეულია ალფა, ბეტა, გამა და დელტა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანტონი სგუაცინი