LIVE

მაკეშ ამბანი $100 მილიარდერთა კლუბს უახლოვდება

06 სექ 202114:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1251
მაკეშ ამბანი $100 მილიარდერთა კლუბს უახლოვდება
Bloomberg

მაკეშ ამბანის ქონებას პარასკევს კიდევ $3.7 მილიარდი დაემატა მას შემდეგ, რაც ნავთობ მაგნატმა სუფთა ენერგიის სამიზნე გააორმაგა.

Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, აზიის უმდიდრესი ადამიანი ახლა $92,6 მილიარდს ფლობს. ინდოელი მაგნატი ფრანსუაზა ბეტენკურ მეიერს უახლოვდება, რომელიც $92.9 მილიარდის მფლობელია. ორივე მილიარდერი ასევე ახლოსაა ექსკლუზიურ $100 მილიარდერთა კლუბთან.

ამბანის ნახტომი განპირობებული იყო Reliance Industries-ის აქციების ფასის ზრდით, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ კომპანია "აგრესიულად" განახორციელებს იაფი მწვანე წყალბადის წარმოებას.

ამბანის სატელეკომუნიკაციო განყოფილება ასევე გახდა ინდოეთის ბაზარზე დომინანტური მოთამაშე, ხოლო მისი ციფრული ოპერაციები გაფართოვდა ინვესტორების, მათ შორის Facebook-ის მხარდაჭერით. ამავდროულად, Saudi Aramco გეგმავს Reliance-ის წილის შეძენას. როგორც ცნობილია, გარიგების ღირებულება $25 მილიარდს შეადგენს.

ამბანიმ წელს ამბიციური გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც სუფთა ენერგიაში $10 მილიარდის ჩადებას გულისხმობს, რაც ინდოეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ახალი საყრდენი გახდება. კომპანიის მიზანი ემთხვევა პრემიერ- მინისტრ ნარენდრა მოდის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისა და იმპორტის შემცირებასთან დაკავშირებულ ამბიციებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ საზონოვი