LIVE

Amazon-ი მარიხუანის მწეველების მძღოლებად დასაქმებას ნებადართულს ხდის

01 სექ 202119:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 1693
Amazon-ი მარიხუანის მწეველების მძღოლებად დასაქმებას ნებადართულს ხდის
Bloomberg

Amazon.com-ი მძღოლების დეფიციტთან საბრძოლველად გამოსავალს მარიხუანის მწეველების დაქირავებაში ხედავს.

კომპანია ურჩევს მის მიმწოდებელ პარტნიორებს, რომლებიც კომპანიის ფურგონებს მართავენ, გამოაცხადონ, რომ ისინი არ ამოწმებენ აპლიკანტებს მარიხუანის მოხმარებაზე.

მიწოდების ერთ-ერთი პარტნიორი, რომელმაც აპლიკანტების შემოწმება Amazon-ის ბრძანებით შეწყვიტა, ამბობს, რომ მარიხუანა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებდა ნარკოლოგიური შემოწმების გავლას. ახლა, როდესაც აპლიკანტები მხოლოდ ისეთ ნარკოტიკებზე მოწმდებიან, როგორიცაა ოპიატები და ამფეტამინი, უფრო მეტი მძღოლი გადის შემოწმებას.

შრომის პოსტ-პანდემიური კრიზისის ფონზე, დამსაქმებლები სხვადასხვა სტიმულს სთავაზობენ პოტენციურ დასაქმებულებს, რადგან დაქირავების ბონუსები საკმარისი აღარ არის. Target-მა მიმდინარე თვეში გამოცხადა, რომ თანამშრომლებისთვის კოლეჯის სწავლის საფასურს დაფარავს. Applebee's-მა კი აპლიკანტებს უფასო აპეტაიზერები შესთავაზა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სპენსერ სოპერი