LIVE

ეკომეგობრული სათამაშოები „ბამოსგან“ Amazon-ზე და Ebay-ზე გაიყიდება

01 სექ 202111:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1546
ეკომეგობრული სათამაშოები „ბამოსგან“ Amazon-ზე და Ebay-ზე გაიყიდება

საწარმო-სახელოსნო „ბამო“ ხისგან დამზადებულ ეკომეგობრულ სათამაშოებს და საბავშვო ავეჯს საერთაშორისო სავაჭრო პლათფორმებზე Amazon-ზე და  Ebay-ზე გაყიდის. გეგმაშია  Etsy -ისთან თანამშრომლობაც. როგორც „ბიზნეს ფორმულას“  საწარმოს დამფუძნებელმა თეკა ჯამაკაშვილმა განუცხადა, პროდუქციის განთავსება Etsy-ზე უკვე შარშან იგეგმებოდა, თუმცა კოვიდპანდემიამ კომპანიის გეგმებში კორექტივები შეიტანა.

„პანდემიის გამო საერთაშორისო სავაჭრო პლათფორმებზე წარმოდგენილი არ ვართ, თუმცა ვმუშავობთ ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ამ საკითხს დადებითად გადავწყვეტთ. მოთხოვნა უცხოეთში ნამდვილად არის და მსურველებისთვის ჩვენი პროდუქცია ფოსტის მეშვეობითაც გაგვიგზავნია. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას საქართველოში სოციალური ქსელის მეშვეობით ვახდენთ. გეგმაშია საფირმო მაღაზიის გახსნაც“, - ამბობს ჯამაკაშვილი.

მისი თქმით, „ბამო“ მომხმარებელს ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ხელნაკეთ დეკორს, სათამაშოებს, ასევე სათამაშო და გამოყენებად საბავშვო ავეჯს სთავაზობს. საწარმო მასალად  ეკოლოგიურ საღებავებს, ბუნებრივ ქვას, რკინას, ნატურალურ ტყავს და ხეს იყენებს.