LIVE

ვაქცინის ბუსტერი მძიმე ავადმყოფობის რისკს ამცირებს - ისრაელის მონაცემები

30 აგვ 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1148
ვაქცინის ბუსტერი მძიმე ავადმყოფობის რისკს ამცირებს - ისრაელის მონაცემები
Kobi Wolf/Bloomberg

ისრაელში ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზა, მნიშვნელოვნად ამცირებს დელტა ვარიანტის გავრცელებას და ხელს უშლის სერიოზული დაავადებების განვითარებას. 

კვლევის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებიდან თორმეტი დღის ან მეტი ხნის შემდეგ, დადასტურებული SARS-CoV-2 ინფექციის გადაცემის რისკი 11,4-ჯერ შემცირდა იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ორჯერ იყვნენ აცრილი. მესამე დოზა სულ მცირე 10-ჯერ ამცირებს მძიმე ავადმყოფობის რისკს.

დელტას უფრო გადამდებმა ვარიანტმა Covid-19-ის შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდა ბევრ ქვეყანაში განაპირობა, მათ შორის ისრაელში. ხელისუფლებამ დაამტკიცა Pfizer-BioNTech-ის გამაძლიერებელი დოზა და მისი შეთავაზება 30 ივლისს 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის დაიწყო, რომლებიც იმუნიზირებულნი არიან სულ მცირე ბოლო ხუთი თვის განმავლობაში.

აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მრჩევლები გამაძლიერებლების განსახილველად ორშაბათს შეიკრიბებიან. თეთრი სახლს ბუსტერის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება 20 სექტემბრამდე სურს. აჩქარება დელტას წინააღმდეგ ანტისხეულების დონის შემცირებით არის გამოწვეული. 

ისრაელში სწრაფი ვაქცინაციის კამპანიის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მარტის ბოლოს სრულად იყო ვაქცინირებული, რამაც ახალი შემთხვევების შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ისრაელში ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო თვეებში გაიზარდა, რადგან დელტა ვარიანტი Covid-19-ის დომინანტური შტამი გახდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი