LIVE

„ტერმიტი“ უნაგირების და ტყავის აქსესუარების სერიულ წარმოებას იწყებს

02 სექ 202110:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 1166
„ტერმიტი“ უნაგირების და ტყავის აქსესუარების სერიულ წარმოებას იწყებს

ტყავის ახალი საწარმო „ტერმიტი“ უნაგირებისა და ტყავის აქსესუარების სერიულ წარმოებას იწყებს. კომპანიის დამფუძნებელი, მიხეილ ბერძენიშვილი ამბობს, რომ პირველ პროდუქციას „ტერმიტი“ ნოემბრის ბოლოს გამოუშვებს.

„ტყავის აქსესუარების წარმოება, დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყეთ. გაზრდილი მოთხოვნის გამო გაფართოება და უნაგირების დამზადებაც გადავწყვიტეთ. შევიძინეთ ტყავის ქარხანა და გადაიარაღების შემდეგ პირველ პროდუქციას ნოემბრის ბოლოს გამოვუშვებთ. ერთ-ერთი საცხენოსნო კლუბის სახით უნაგირების დამკვეთი უკვე გვყავს. ტყავს ადგილობრივი სასაკლაოებისგან ჩავიბარებთ. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით $250 ათასი დოლარია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ერთი  სტანდარტული უნაგირის მინიმალური გასაყიდი ფასი $600 იქნება. საწარმო ინივიდუალური შეკვეთებზეც იმუშავებს.

„ტერმიტი“ პროდუქციის რეალიზაციას ონლაინ სივრცეში სოციალური ქსელების მეშვეობით ახდენს. ამასთან, აქვს ორი მაღაზია თბილისში და ახლო მომავალში ფრანჩაიზის სახით წარმოდგენილი იქნება საფრანგეთშიც.

კომპანია „ბი-თი ლუქსის“ ბრენდით წარმოდგენილია ონლაინ კომერციის გლობალურ პლატფორმა Amazon-ზეც, სადაც ბარბიქიუს ტყავის აქსესუარებს და სახელოსნო ინვენტარის ტყავის შალითებს ყიდის.