LIVE

ბაიდენი ტექნოლოგიურ კომპანიებს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

26 აგვ 202121:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1326
ბაიდენი ტექნოლოგიურ კომპანიებს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდებს
Stefani Reynolds/Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა და მოუწოდა ხელი შეუწყონ ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერუსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერებას. 

„ჩვენი კიბერუსაფრთხოების პერსონალი საკმარისად სწრაფად არ იზრდება",- თქვა ბაიდენმა შეხვედრაზე, რომელსაც Apple-ის, Google-ს, Amazon.com-ის, Microsoft-ის და JPMorgan Chase & Co.–ს აღმასრულებელი დირექტორები ესწრებოდნენ.

ბაიდენის მიერ შეხვედრის მოწვევის მიზანი იყო, კომპანიებთან განეხილა თუ როგორ შეუძლია ფედერალურ მთავრობას და ბიზნესს ერთად იმუშაონ კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად გამომძალველი კიბერშეტევების ფონზე და გამომძალველი პროგრამების შეტევის წინააღმდეგ. 

პრეზიდენტმა კომპანიებს თავიანთ სექტორში პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა, რამდენადაც მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. 

შეხვედრის ფარგლებში, თეთრმა სახლმა ახალი კერძო და საჯარო ინიციატივების შესახებაც განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ ინდუსტრიაში დაახლოებით 500 000 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კიბერუსაფრთხოების პერსონალი გადამზადდება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რებეკა კერნი და ჯასტინ სინკი