LIVE

მასკმა ბეზოსს პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი წაართვა

07 იან 202115:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 365
მასკმა ბეზოსს პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი წაართვა
Andrew Harrer/Bloomberg

ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია. ხუთშაბათს მისი კომპანიის, Tesla-ს აქციების 5%-იანმა ზრდამ მისი ქონება კიდევ ერთხელ გაზარდა და შედეგად, პირველ ადგილზე მან Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ჩაანაცვლა Bloomberg Billionaires Index-ში.

მასკის ქონება ახლა 188.5 მილიარდ დოლარს ითვლის და $1.5 მილიარდით აჭარბებს ბეზოსისას, რომელიც პირველობას 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ ინარჩუნებდა. 

"რა უცნაურია," ასე გამოეხმაურა თავად მასკი Twitter-ზე იმ ფაქტს, რომ პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა. შემდეგ კი დასძინა "ახლა დავუბრუნდეთ საქმეს". 

და მაინც, ეს მასკის 12 თვიანი უწყვეტი აღმასვლის პიკია - გასული წლის განმავლობაში მისი ქონება 150 მილიარდი დოლარით გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმდიდრის ყველაზე სწრაფი აკუმულაციის შემთხვევაა ისტორიაში. ამისი მთავარი მიზეზი კი Tesla-ს აქციების ღირებულების უპრეცენდენტო ზრდაა. გასულ წელს კომპანიის აქციების ფასი 743%-ით გაიზარდა.

რომ არა განქორწინება, რომელის შედეგად ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აქციების თითქმის მეოთხედი დაუთმო ყოფილ ცოლს, მაკკენზი სკოტს, ახლა მილიარდერი პირველობას სავარაუდოდ არ დაკარგავდა.  

მიუხედავად სიმდიდრის ასეთი ასტრონომიული ზრდისა, 49 წლის ილონ მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ მატერიალური ქონება ნაკლებად აინტერესებს და ძლიან ცოტა აქტივი გააჩნია მიღმა საკუთარ კომპანიებში არსებული წილისა. გასულ თვეში მან Axel Springer-ს განუცხადა, რომ მისი სიმდიდრის მთავარი მიზანი კაცობრიობის ევოლუციის დაჩქარებაა. უფრო ზუსტად, კი კოსმოსური რესურსის ათვისება.

"მე მსურს შეძლებისდაგვარად დიდი წვლილი შევიტანო მარსზე ცივლიზაციის შექმნაში," განაცხადა მილიარდერმა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დევონ პენდელტონი და დანა ჰალი