
6 იანვარს ვაშინგტონის ქუჩებში მასობრივი არეულობა დაიწყო. პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცესის შესაჩერებლად კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტებმა დაიკავეს სენატის დარბაზი და დაარბიეს კაბინეტები.
სიტუაციის ესკალაციას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა. მოქმედი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ არჩევნების შედეგები მოიპარეს და მხარდამჭერებს კაპიტოლიუმისკენ მოუწოდებდა. ბოლო მიმართვაში მან არეულობაში მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე დასძინა: „ჩვენ გვიყვარხართ“.
მოვლენათა ფოტო-ქრონოლოგია:
12:30 საათზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი რაფაელ ვარნოკი აცხადებს გამარჯვებას ჯორჯიის შტატში.
დაახლოებით 13:00 საათზე პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კონგრესის ერთობლივი სხდომა გახსნა. კანონმდებლებს ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა უნდა დაედასტურებინათ.
KEVIN DIETSCH-POOL/GETTY IMAGES
მოგვიანებით თეთრ სახლთან შეკრებილ დემონსტრანტებს დონალდ ტრამპმა მიმართა და განაცხადა, რომ არ სურს, „არჩევნები მოიპარონ რადიკალი დემოკრატების წახალისებით. ჩვენ არასდროს დავთმობთ”. პრეზიდენტი შეკრებილებს დაპირდა, რომ კაპიტოლიუმთან მისვლის შემდეგ მათთან ერთად იქნებოდა. ტრამპი აქციის მონაწილეებს დემოკრატიის "არალეგიტიმური" პრეზიდენტისგან დაცვისკენაც მოუწოდებდა.
SHAWN THEW/EPA/BLOOMBERG/GETTY IMAGES
14:00 საათზე ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობასთან შეიკრიბნენ.
TAYFUN COSKUN/ANADOLU AGENCY/GETTY IMAGES
14:30 საათზე პოლიციამ ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ტრამპის მომხრეებმა კი ცეცხლმაქრები გამოიყენეს.
AP PHOTO/JOSE LUIS MAGANA
ROBERTO SCHMIDT/GETTY IMAGES
SAUL LOEB/GETTY IMAGES
პოლიციამ სენატის პალატის ევაკუაცია დაიწყო.
AP PHOTO/J. SCOTT APPLEWHITE
14:45 საათზე დემონსტრანტებმა კაპიტოლიუმის შენობა დაიკავეს.
WIN MCNAMEE/GETTY IMAGES
SAUL LOEB/GETTY IMAGES
SAUL LOEB/GETTY IMAGES
WIN MCNAMEE/GETTY IMAGES
ჯო ბაიდენი სპეციალურ განცხადებას აკეთებს და მიმართავს დონალდ ტრამპს: „მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, გამოვიდეს ტელევიზიით და შეასრულოს დადებული ფიცი, რომ დაიცავს კონსტიტუციას და მოითხოვოს ამ ალყის შეწყვეტა".
JIM WATSON/AFP
16:20 საათზე დონალდ ტრამპმა მიმართვა გაავრცელა: "წადით სახლში, მშვიდობის დროა". მიმართვაში მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების გაყალბებაზეც ისაუბრა.
DONALD J. TRUMP/TWITTER
საღამოს კონგრესმა სხდომა განაახლა.
BRENDAN SMIALOWSKI/GETTY IMAGES
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია