LIVE

თურქეთში რეგისტრირებული ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია გაიზარდა

03 აგვ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1190
თურქეთში რეგისტრირებული ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ივნისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თურქეთში რეგისტრირებული ქართული კომპანიების საერთო კაპიტალი 10-ჯერ გაიზარდა.

თურქეთის სავაჭრო პალატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ექვს თვეში ქართული კომპანიების საერთო კაპიტალმა თურქეთში $475 ათასი შეადგინა, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში $47 ათასს არ აღემატებოდა.

როგორც trend.az-ი წერს, თურქეთში ქართული კაპიტალის მქონე 16 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 12 სტამბულში ფუნქციონირებს და მათი საერთო კაპიტალი $264 ათასს აჭარბებს.

რეგისტრირებული კომპანიების საერთო რაოდენობიდან ერთი მუშაობს სამშენებლო ინდუსტრიაში, შვიდი - საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ორი - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. დანარჩენი კომპანიები ჩართულნი არიან ეკონომიკის სხვა სექტორებში.