LIVE

IMF-მა პანდემიასთან საბრძოლველად $650 მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

03 აგვ 202120:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 750
IMF-მა პანდემიასთან საბრძოლველად $650 მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა
Bloomberg

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" (IMF) წევრმა ქვეყნებმა რეკორდულად მაღალი, $650 მილიარდი გამოყვეს, რომელიც დაეხმარება ქვეყნებს გაუმკლავდნენ მზარდ დავალიანებასა და Covid-19-ის პანდემიის შედეგებს.

ფონდის წევრი ქვეყნები $650 მილიარდიანი დახმარებას ნასესხობის სპეციალური უფლების (SDR) სახით მიიღებენ, რომელიც სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივია და პირველია მას შემდეგ, რაც 2009 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის დროს $250 მილიარდის ემისია მოხდა. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" განცხადებაში ნათქვამია, რომ SDR-ის განაწილება 23 აგვისტოს ამოქმედდება.

”SDR-ის გამოყოფა სარგებელს მოუტანს ყველა წევრს, დააკმაყოფილებს რეზერვებზე გრძელვადიან გლობალურ მოთხოვნას, შექმნის ნდობას და ხელს შეუწყობს გლობალური ეკონომიკის გამძლეობას და სტაბილურობას. ეს განსაკუთრებით დაეხმარება ყველაზე დაუცველ ქვეყნებს, რომლებიც იბრძვიან გაუმკლავდნენ Covid-19 კრიზისის გავლენას",- ფონდის განაცხადა მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ.

გლობალური ეკონომიკის მცველები ერთ წელზე მეტია ამ გეგმას განიხილავენ. ის თავდაპირველად გადაიდო, როდესაც აშშ-მა, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" უმსხვილესმა აქციონერმა, გეგმა 2020 წლის დასაწყისში დაბლოკა იმ მოტივით, რომ სახსრებს არ მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

რეზერვები გამოყოფილია "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" 190 წევრზე მათი კვოტის პროპორციულად. დაახლოებით 70% 20 უმსხვილესი ეკონომიკის ჯგუფს გადაეცემა, მხოლოდ 3% კი დაბალშემოსავლიან ქვეყნებს. საერთო ჯამში, ახალი SDR-ების 58% მიდის მოწინავე ეკონომიკებზე, ხოლო 42% განვითარებად ეკონომიკებზე. ასე რომ, $650 მილიარდიდან, დაახლოებით $21 მილიარდი მიდის დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, ხოლო $212 მილიარდი სხვა განვითარებად ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ მარტინი