LIVE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

02 აგვ 202117:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1381
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1042 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1244 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.02 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6906 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7174 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.68 თეთრი შეადგინა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.