LIVE

პრემიერი: წამლის ფასები ძალიან გაზრდილია

02 აგვ 202111:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 2968
პრემიერი: წამლის ფასები ძალიან გაზრდილია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში წამლების ფასები ძალიან გაზრდილია და ამ მიმართულებით უმოკლეს დროში უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წამლის ფასების შესახებ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს კონკურენციის სააგენტო უახლოეს დღეებში წარადგენს.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაციაა და წამლების ფასები. ყველა სტატისტიკა მეტყველებს, რომ წამლის ფასები ძალიან გაზრდილია ქვეყანაში. მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობს და შუალედურ ანგარიშს უახლოეს რამდენიმე დღეში წარმოგვიდგენს. ჯანდაცვის მინისტრს მინდა დავავალო, რომ მასთან მჭიდრო კოორინაციაში იყოს და დროულად წარუდგინოს საზოგადოებას არსებული სიტუაციის ანალიზი და შემდეგ ერთად გამოსავლის გზები დავსახოთ. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია. ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და უმოკლეს დროში მივიღოთ გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა პრემიერმა.