LIVE

სკარლეტ იოჰანსონმა Disney-ს “შავი ქვრივის” სტრიმინგისთვის უჩივლა

30 ივლ 202112:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 918
სკარლეტ იოჰანსონმა Disney-ს “შავი ქვრივის” სტრიმინგისთვის უჩივლა
Chris Delmas/AFP/Getty Images

კინოაკადემიის ორგზის ნომინანტმა, სკარლეტ იოჰანსონმა Disney-ს კომპანიას “შავი ქვრივის” ონლაინ სტრიმინგისთვის უჩივლა და ირწმუნება, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ დაარღვია პირობა, რომლის თანახმად, ფილმის ჩვენება მხოლოდ კინოთეატრებში მოხდებოდა. 

"Disney-ს სურდა აუდიტორიის გადაყვანა კინოთეატრებიდან საკუთარი სტრიმინგის სერვისისკენ, შემოსავლისა და გამომწერების რაოდენობის გაზრდის მიზნით, რის გამოც იოჰანსონის კონტრაქტი გაუფასურდა",- ირწმუნებიან მსახიობის ადვოკატები ლოს-ანჟელესის სასამართლოში შეტანილ საჩივარში. 

Disney-მ იოჰანსონის საჩივარს “სამწუხარო და შემაძრწუნებელი” უწოდა და “Covid-19 პანდემიის შემზარავი და გახანგრძლივებული გლობალური ეფექტების მიმართ” გულგრილობაში დაადანაშაულა. კომპანია ამტკიცებს, რომ სრულად შეასრულა იოჰანსონის კონტრაქტი და მან უკვე მიიღო $20 მილიონი ფილმიდან.

სკარლეტ იოჰანსონის საჩივარი ხაზს უსვამს იმას, რაც, სავარაუდოდ, ჰოლივუდისთვის აქტუალური საკითხი იქნება, რადგან სტუდიები სულ უფრო მეტად ისწრაფვიან ფილმების ონლაინ სტრიმინგისკენ, რათა გაზარდონ ხელმოწერების რაოდენობა. პანდემიის კვალდაკვალ, სტუდიები ონლაინ პლატფორმებს ანიჭებენ უპირატესობას.

ზოგიერთმა კომპანიამ, როგორიცაა Warner Brothers Entertainment-ი, მოაგვარა დავა ვარსკვლავებთან მას შემდეგ, რაც გასულ წელს გამოვიდა ისეთი ფილმები, როგორიცაა Wonder Woman HBO Max-ზე, თქვა იოჰანსონმა საჩივარში.

Disney's Marvel Studios და Periwinkle Entertainment, კომპანიამ, რომლის მეშვეობითაც იოჰანსონმა შესთავაზა სამსახიობო მომსახურება ფილმს, 2017 წელს დადო შეთანხმება “შავი ქვრივის” ფართო “თეატრალურ გამოშვებაზე”, რაც, ადვოკატების მტკიცებით, 90-დან 120-დღემდე ფილმის კონოთეატრებში ექსკლუზიურ ჩვენებას გულისხმობდა.

იოჰანსონის თქმით, კინოთეატრებში Marvel-ის წინა ფილმებს საშუალოდ 117 დღის უწყვეტი ნახვა ჰქონდათ.

Box Office Mojo-ს თანახმად,  ფილმმა აშშ-სა და კანადაში $158 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - $318 მილიონი. თუმცა, 9-11 ივლისის პირველი შაბათ-კვირის შემდეგ, აშშ-სა და კანადაში ის 80 მილიონი დოლარით დაეცა, ნაწილობრივ Disney-ს სტრიმინგის გამო. Disney-მ თქვა, რომ გამოსვლიდან პირველ შაბათ-კვირას $60 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში Disney-მ განაცხადა, რომ "შავი ქვრივის" გამოშვება Disney + Premier Access-ზე “მნიშვნელოვნად” აფართოებს იოჰანსონის შესაძლებლობას, მიიღოს დამატებითი კომპენსაცია იმის მიღმა, რაც უკვე მიიღო.

სკარლეტ იოჰანსონი ირწმუნება, რომ Disney-მ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა თეატრის ბილეთების გაყიდვაზე, როდესაც იცოდა, რომ კინოთეატრის ბაზარი სუსტი იყო და ფილმის ინტერნეტში განთავსებას აპირებდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მალათი ნაიაკი და კრისტოფერ პალმერი