
Pfizer-ი წელს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვიდან $33.5 მილიარდის შემოსავალს ელოდება, რაც ვაქცინას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მედიკამენტად აქცევს.
აქამდე ნიუ-იორკული წამლის მწარმოებელი გაყიდვებიდან $26 მილიარდს ვარაუდობდა. ვაქცინების გაყიდვების პროგნოზის გადახედვა იმის ნიშანია, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა იზრდება.
Pfizer-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე კვარტალში ვაქცინის გაყიდვებიდან $7,8 მილიარდი დააგროვა. კომპანიებმა, რომლებმაც ორჯერადი აცრისთვის 1 მილიარდი დოზა აწარმოეს, კონტრაქტები 2.1 მილიარდ დოზაზე ივლისის შუა რიცხვებამდე აქვთ, წლის ბოლომდე კი 3 მილიარდ ვაქცინას აწარმოებენ.
თუ Pfizer-ის გაყიდვების პროგნოზები შესრულდება, ვაქცინა ბლოკბასტერის მედიკამენტების უმაღლეს რანგში გადავა და გადააჭარბებს ისეთ მწარმოებლებს, როგორებიცაა AbbVie-ს Humira-ს იმუნოსუპრესიული თერაპია და Merck & Co-ს კიბოსთან მებრძოლი Keytruda.
ცნობისთვის, საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის 1 მილიონი დოზა იყიდა, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი