LIVE

საქართველოში ფქვილი შესაძლოა გაიაფდეს

21 ივლ 202112:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1709
საქართველოში ფქვილი შესაძლოა გაიაფდეს

ლარის გამყარება და უკრაინასა და რუსეთში ხორბლის დიდი მოსავალი, შესაძლოა, საქართველოში ფქვილის გაიაფების მიზეზი გახდეს. როგორც "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება კოვიდ სიტუაცია მსოფლიოში.

„დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარიდან 60 ლარამდე ჩამოვიდა. ეს ტენდენცია გრძელდება, თუმცა დაუახლოვდება თუ არა სამიზნე ფასს 53 ლარს, ანუ  ნიშნულს, რომლის შემდეგაც ფქვილის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა აღარ იქნება, არ ვიცით",- აცხადებს სილაგავა.

ლევან სილაგავა პურის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობას პრევენციული ზომების მიღებას ურჩევს. კერძოდ, ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რაც  ხორბლის, ფქვილისა და პურის ინდუსტრიას საგადასახადო ტვირთს შეუმცირებს.