LIVE

თამარ გაბუნია: ტოტალური ლოქდაუნის აუცილებლობა არ არის

21 ივლ 202112:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 1168
თამარ გაბუნია: ტოტალური ლოქდაუნის აუცილებლობა არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქვეყანაში ე.წ ლოქდაუნის აუცილებლობა არაა, რადგან ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. 

"ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ მოსახლეობის მხრიდან. სოციალური და ეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, რაც ტოტალური ლოქდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს. ამის აუცილებლობა დღეს არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენთვის დღეს მეტად აქტიური მექანიზმი იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ არის ვაქცინაციაა. ასევე იმ რეგულაციების აღსრულება, რაც ჯერ კიდევ ძალაშია. არავის უთქვამს რომ პირბადის გამოყენება საჭირო არ არის და დიდი სოციალური შეკრებები, ქორწილები და ასეთი ტიპის ღონისძიებები დასაშვებია. დღეს ეს არის მთავარი ბუსტერი ეპიდემიის",- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2415 შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, რაც ჩატარებული ტესტების ფონზე გამოვლენილ შემთხვევებს ასახავს, დღიური 6,42%, ხოლო ბოლო 14 დღის 5,03%-ია.