LIVE

ჯეფ ბეზოსმა ორ ადამიანს $100-$100 მილიონი გადასცა

21 ივლ 202114:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 866
ჯეფ ბეზოსმა ორ ადამიანს $100-$100 მილიონი გადასცა

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრენის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ამბის მონაწილეც გახდა.

Blue Origin-ის 11-წუთიანი ფრენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, Amazon-ის დამფუძნებელმა შეფ ხოსე ანდრესს $100 მილიონიანი ჯილდო გადასცა.

ნობელის პრემიაზე ნომინირებული მზარეული თანხას World Central Kitchen-ს შესწირავს, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც მან 2010 წელს დააფუძნა და კატასტროფის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ხალხის საკვებით მხარდაჭერას ეხმარება. ცოტა ხნის წინ, ორგანიზაციამ გერმანიის წყალდიდობით დაზარალებულები გამოკვება.

ბეზოსმა პრიზი გამოაცხადა, როგორც ახლად შექმნილი ჯილდო იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. ბეზოსმა 100 მილიონი დოლარით დაჯილდოვდა ვან ჯონსიც, CNN-ის პოლიტიკური კონტრიბუტორი და Dream Corps-ის დამფუძნებელი.

ბეზოსის თქმით ჯილდოს მფლობელებს მიღებული თანხით ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ, საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაცემის ან უბრალოდ საკუთარი სიმდიდრის გაზიარების ჩათვლით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეიტ გრეიდერი