LIVE

Covid პასპორტის გეგმა დიდ ბრიტანეთში კლუბური ბიზნესის შეშფოთებას იწვევს

20 ივლ 202115:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 1101
Covid პასპორტის გეგმა დიდ ბრიტანეთში კლუბური ბიზნესის შეშფოთებას იწვევს
Rob Pinney/Getty Images

დიდ ბრიტანეთში ღამის კლუბებსა და სხვა დახურული ტიპის გასართობ დაწესებულებებში ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო ხდება, რაც საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლების შეშფოთებას იწვევს. მათი მტკიცებით, საფრთხის ქვეშ დგება ათიათასობით სამუშაო ადგილი.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მილიონობით ახალგაზრდებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ზოგიერთი “ცხოვრებისეული სიამოვნება” უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ვაქცინაციაზე.

რეგულაცია ბორის ჯონსონის ლიბერტარიანული პოლიტიკიდან ერთგვარი გადახვევაა, თუმცა პრემიერი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც ყველა მოზრდილს შესთავაზებენ ვაქცინაციას, ზოგიერთი დაწესებულებისთვის Covid პასპორტის გამოყენება კრიტიკული ამოცანა გახდება.

“გვინდა, რომ ხალხმა დაიბრუნოს საკუთარი თავისუფლება ისე, როგორც დღეს არის შესაძლებელი, მაგრამ ამისათვის ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაცია”,- განაცხადა ჯონსონმა.

ორშაბათს, შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, ინგლისში პირველად გაიხსნა ღამის კლუბები, რასაც ბრიტანეთის მედიამ “თავისუფლების დღე” უწოდა. უამრავი ადამიანი შეიკრიბა იმ ადგილებში, რომლებიც 2020 წლის მარტში გაერთიანებული სამეფოს პირველი ლოქდაუნის შემდეგ დახურული იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტიმ როსი, ჯო მეიზი და კიტი დონალდსონი